რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „იმედის" საინფორმაციოს უფროსის ირაკლი ჩიხლაძის ინფორმაციით, „იმედსა" და „მაესტროზე" კიბერშეტევა განხორციელდა.

"იმედსა" და "მაესტროზე" სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში", - წერს ირაკლი ჩიხლაძე.

კიბერშეტევა განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე. გარდა ამისა დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×