რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის და საერთო სასამართლოების ოფიციალური ვებ-გვერდები დაჰაკეს. საიტზე შესვლისას მომხმარებლებს როგორც President.Gov.Ge-ზე, ისე Court.ge-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათი ხვდებათ სახელწოდებით - „I LL BE BACK!"

ჯერჯერობით უცნობია ვინ დგას ჰაკერული შეტევის უკან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საერთო სასამართლოების წარმომადგენლებს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ამის გარდა, დაჰაკულია სხვა სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებიც. მათ შორის ბათუმის საკრებულოს და ქუთაისის მუნიციპალიტეტების.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×