რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.

როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ძნელი სათქმელია, სპეციალურად მეუფე იაკობის განცხადების გამო გაიმართება თუ არა სინოდის სხდომა.

„სინოდი წელს სავარაუდოდ ჩაინიშნება, რადგან არ შეკრებილა, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხისთვის შეიკრიბება ცალკე თუ არა, უცნობია. მღვდელმთავრები ითხოვენ, რომ სინოდზე იქნას განხილული ეს საკითხი", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „პირველ არხთან".

რაც შეეხება თავად მეუფე იაკობის განცხადების შინაარსს, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხემძღვანელი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია მეუფე იაკობის მეირ დასახელებულ პირთა დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიისა და კონკრეტულად პატრიარქის მიმართ, ამ დამოკიდებულების საფუძველზე ის ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადების შინაარსს წარმოუდგენლად მიიჩნევს.

„როდესაც საუბარი არის იმ პირებზე, რომლებიც დასახელდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ან პრემიერი, ან ყოფილი შსს მინისტრი, ან ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყოს ამაში გარეული, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რადგან ვიცი მათი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×