რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდება.

ბოდბელმა ქორეპისკოპოსმა მედიასთან ის განცხადება დაადასტურა, რომელიც რამდენი დღის წინ გააჟღერა.

მეუფე იაკობი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმ ლექსიკის გამოყენების გამო, რომელიც მის განცხადების გაკეთების დროს იყო.

"ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი ლექსიკის და საუბრების გამო. ძალიან ბევრი დაბრკოლდა ამის გამო და შენდობას და ბოდიშს მოვუხდი მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თავს არ ვიმართლებ. გაითვალისიწნეთ ჩემი მდგომარეობა, რომ სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსი რაღაც საკითხებზე პოლიტიკოსებთან ჩარევა გვიწევს ხოლმე, როგორც მონაზონს გულში ის მქონდა.

ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი რაც ვთქვი ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს და იმაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოდიშს მოვიხდი. სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია, ეს იყო პრემიერის კაბინეტში ბატონი გიორგი, ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი ბატონი გახარია. იქ რაც შევამჩნიე უხერხულობას გრძნობდნენ რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ ბატონ გიორგისაც და ბატონ ვახტანგსაც შევამჩიე ეგ. უწმინდესზე რაღაც მკითხეს და ათი დღე არ ვუთხარი და ბოლოს მაინც ვუთხარი და პასუხიც ღირსეული შევუთვალეთ.

პრემიერთან საუბარი ლიკვიდაციაზე არ იყო, ეს იყო, რომ შეეცვალათ და თავისთავად შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რადგან მოსაყდრეა ხომ? მაგაში არაფერი არ არის და ეგ არ ნიშნავს ამ მთავრობის კაცია" - განაცხადა მეუფე იაკობმა საპატრიარქოში შესვლამდე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×