რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამჟამად, თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, პატრიარქი სახლშია და არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შეხვედრებიც შეძლოს.

„ვირუსული ინფექციის შემდგომ, პროცესი ერთ-ორ დღეში ყოველგვარი დამატებითი სამედიცინო მედიკამენტების, ან დამატებითი სამედიცინო ჩარევის გარეშე სრულიად ჩამთავრდება. ერთი დღე ჰქონდა ცხელება და იმის მერე ჰქონდა ის მოვლენები, რაც ახასიათებს ვირუსულ ინფექციას. სრული რეაბილიტაციისთვის კი რამდენიმე დღე სჭირდება", - განაცხადა ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსთან"

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×