საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი პარლამენტში წარდგენილ 20 მოსამართლეს აფასებს და ამბობს, რომ სია ფარსია. იქ არიან ისეთი პირები, რომლებსაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი.
„გამოცდის საფეხურები ისე გაიარეს, კითხვები არავის დაუსვამს. ეს „კლანზე“ დიდი ჯგუფია. ასეთი არა მარტო სასამართლო სისტემაში, არამედ ყველგან არის, მათ შორის პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და სხვა...
არც ჩინჩალაძეა პიროვნულად არავინ, მაგრამ ამწუთას ლიდერია, ცოტა ხნის წინ კი მურუსიძე იყო, ადრე კიდევ ცერცვაძე. ასე რომ, გვარების ცვლილება არაფერს ნიშნავს.
„კლანმა“ სასამართლოში 2008 წლიდან მოიკიდა ფეხი. მოსამართლეების უმრავლესობა მაშინ გადმოიყვანეს პროკურატურიდან, სადაც ბევრი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული და მათზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ საქმეები პროკურატურაში დევს", - განუცხადა "პალიტრას"
ახვლედიანმა და დასძინა, რომ ერთ-ერთი ასეთი მოსამართლე ჩინჩალაძეა.