რეზონანსი
28.10.2019

 საპატრულო, სასწრაფო და გაზის კომპანიის ეკიპაჟები იყო მობილიზებული გვიან ღამით, ხოშარაულის 9 ნომერში - წინასწარი ინფომრაციით, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა დაფიქსირდა. ადგილობრივი მცხოვრების, ნანა მაისურაძის განცხადებით, შემთხვევის შედეგად, ინტოქსიკაცია ახალგაზრდა ქალმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მეზობელმა იგრძნო გაზის სუნი. ცუდად იყო გოგონა, რომელიც ამ ბინაში მდგმურადაა. გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც მოჰყვა სასწრაფო. შემდეგ გაზის თანამშრომლები გამოიძახეს. მართლაც დაფიქსირდა გაჟონვა“, - განუცხადა "რუთავი 2"-ს მეზობელმა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×