რეზონანსი
27.10.2019

  (რეზონანსი) გორის რაიონულმა სასამართლომ 14-წლის შვილის გაუპატიურებასა და მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ კაცს ერთი მუხლი, კერძოდ გაუპატიურების მუხლი მოუხსნა. სასამართლომ მას 8-წლიანი პატიმრობა მხოლოდ გარყვნილი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

მსჯავრდებულის მეუღლის თქმით, 40 წლის კაცს შვილის გაუპატიურების ფაქტი ვერ დაუდასტურდა და დამნაშვედ მხოლოდ გარყვნილ ქმედებაში ცნეს.

დანაშაული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ოჯახის ნათესავებს ბრალდების არ სჯერათ.

კაცი მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს, პროცესები ამ ხნის განმავლობაში დახურული იყო. თავად მსხვერპლი კი ამ დრომდე თავშესაფარშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×