რეზონანსი
27.10.2019

 (რეზონანსი) ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - ასე გამოეხმაურა მეუფე იაკობის განცხადებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.

"ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. მე ვერ ვიტყვი მეუფე იაკობი მართალს ამბობს, ნახევარ მართალს ამბობს, ეს მან იცის და მას უნდა ჰკითხოთ. მას უნდა ჰკითხოს ალბათ სინოდმა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ბუნებრივია, რომ როდესაც საკითხი ეხება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებას, ალბათ უნდა დადგეს დღის წესრიგში და იყოს განხილვის საგანი. მეუფე იაკობის განცხადებას სინოდი შეაფასებს, თუ მიიჩნევს საკმარისად მსჯელობის ღირსად ამ თემას", - აცხადებს მეუფე გრიგოლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×