რეზონანსი
27.10.2019

 (რეზონანსი) მამაკაცის ცხედარი იპოვეს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. გარდაცვლილი სავარაუდოდ 74 წლამდე მამაკაცია.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირების შედეგად განხორციელდა წყალზე საძიებო სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს დანაყოფები. უმოკლეს დროში ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი, საშუალო წლოვანების. ცხედარი ამოყვანილ იქნა ნაპირზე", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×