მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი მეუფე იაკობის განცხადებებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
მელქისედეკი ამბობს, რომ სინოდის სხდომა აუცილებელია, რომელის ჩანიშვნაც ილია მეორეზეა დამოკიდებული.
"კითხვები ძალიან ბევრია დაგროვებული და აუცილებლად უნდა მივიღოთ პასუხები, იმიტომ რომ მრევლიც, სამღვდელოებაც უკვე ძალიან დაიძაბა ყველა და გვინდა, რომ პასუხები გავიგოთ, თუ რა ხდება...
პირდაპირ ვიტყვი, რომ ამის [მეუფე იაკობის განცხადებებზე] არაფერი ვიცოდი. თუ ეს ხდებოდა, რატომ იყო აქამდე დუმილი?- მე არ ვიცი"- აღნიშნა მან.
წყარო: ტაბულა