საეკლესიო სკანდალის გაგრძელება. გუშინ „ტვ პირველმა" მიიღო პატიმრობაში მყოფი დეკანოზის, გიორგი მამალაძის წერილი მატროსოვის ციხიდან. დეკანოზის თხოვნით, ტელეკომპანია წერილის შინაარსს მის თანხმობამდე არ ახმაურებს, თუმცა გზავნილის ფრაგმენტებს ავრცელებს. პატიმარი სასულიერო პირი წერს: „მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება ყველაფერს ავხადო ფარდა, რაც ერთის მხრივ საზოგადოებისთვის მოსასმენად იქნება მძიმე, მაგრამ ეს იქნება ეკლესიის გაჯანსაღებისთვისაც გადადგმული უმძიმესი ნაბიჯი", - ნათქვამია წერილში.
„ტვ პირველი" აქვეყნებს წერილის დასაწყისს, სადაც პატიმრობაში მყოფი დეკანოზი, მიღებულ გადაწყვეტილებას ხსნის.
„რადგან გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი. გეტყვით, რომ საუბარია პროკურორ სალომე ადეიშვილის მამხილებელ ფეისბუქ სტატუსზე, სადაც ის უწყებას ნეპოტიზმში, შერჩევით სამართალსა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატურის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლის მერე გავიძახი. სწორედ საქმეების შემკერავი პროკურორი გადაჰყავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. პროკურატურა მე არარსებული დანაშაულის აღიარებას მთხოვდა და ორი წელი და რვა თვეა ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ," -ამბობს დეკანოზი გიორგი მამალაძე „ტვ პირველისთვის" გაგზავნილ წერილში.