
„ჩვენ ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, სასულიერო პირებს, საზოგადო მოღვაწეებს, თუნდაც პოლიტიკოსებს, მაგრამ განკითხვა არ არის ჩვენი საქმე", - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა დღევანდელ წირვაზე სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
არქიმანდრიტი ამბობს, რომ ქვეყანას უამრავი ცოდვა აქვს და დღევანდელი რეალობაც სწორედ ამის შედეგია
„სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ჩვენ ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, სასულიერო პირებს, საზოგადო მოღვაწეებს, თუნდაც პოლიტიკოსებს, მაგრამ განკითხვა არ არის ჩვენი საქმე. უფალი ბრძანებს, რომ არ განიკითხო, მტერიც უნდა გვიყვარდეს, მაგრამ დღევანდელი რეალობით ჩვენ ერთმანეთიც არ გვიყვარს სამწუხაროდ. ღმერთმა შეგვინდოს, ღმერთმა გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული, ერთად არ ყოფნა, ეს ულოცველობა, ეს უამრავი აბორტი, ნარკოდანაშაული, რამდენი ცოდვა გროვდება ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ამ ყველაფრის შედეგი", - თქვა წირვის დროს არქიმანდრიტმა იოანემ.
წყარო: პრაიმტაიმი