
"ციანიდის საქმე რა თქმა უნდა იყო ბრძოლა პატრიარქობისთვის, რა თქმა უნდა იყო ბრძოლა საპატრიარქოს ტახტისთვის",-ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვინ იყვნენ პატრიარქობის პრეტენდენტები - ირაკლი მამალაძე ამბობს
"დღესაც არსებობენ მღვლდემთავრები, რომლებსაც მართლაც ყოველ დღე ესიზმრებათ ინთრონიზაცია და როდის გახდებიან პატრიარქი. საზოგადოებაც ხედავს რომ მიდის ამისთვის ბრძოლა".
როგორც მამალაძემ აღნიშნა, ძალაუფლებისთვის "გავეშებული ბრძოლა" მიდის.
"თავიდანვე ცნობილი იყო, რომ პატრიარქობისთვის იბრძოდა სამი ადამიანი. ეს იყო მეუფე დიმიტრი, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მათ ერთმანეთისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ, მაგრამ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ რომელიც გამოირჩეოდა იმისთვის უნდა დაეჭირათ მხარი",-აცხადებს ირაკლი მამალაძე.