რეზონანსი
27.10.2019

  თბილისში, გურამიშვილის გამზირის #30-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 19 ოქტომბერს აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ნაწილს ბინებში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეუშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ანდღულაძემ განუცხადა, ამჟამად საცხოვრებელ კორპუსში დასუფთავების და დაზღვევის სამუშაოები მიმდინარეობს.

კრწანისის რაიონის გამგებლის ირაკლი ანდღულაძის თქმით, მე-3, მე-4, მე-5 სართულებზე განთავსებულ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით სპეციალისტები იმუშავებენ და შესაბამის დასკვნას დადებენ.

„ჯერჯერობით ადგილზე წინმსწრები დაზღვევითი და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, განსაკუთრებით მე-3, მე-4, მე-5 სართულზე. მოგეხსენებათ, რომ მე-4 სართული იყო აფეთქების ეპიცენტრი და შესაბამისად, ყველაზე დიდი დაზიანება მესამე და მეოთხე სართულებზეა. წინასწარი მონაცემებით, ჩამოთვლილი სართულების გარდა, სხვა სართულებზე მცხოვრებ მოსახლეობას შევუშვებთ თავიანთ საცხოვრებელ ფართებში. რაც შეეხება მე-3, მე-4, მე-5 სართულს, დასუფთავებისა და დაზღვევის სამუშაოების შემდეგ, სამხარაულის საინჟინრო ჯგუფი და მერიის ლაბორატორია შევა, რის შემდეგაც დასკვნას დადებენ, როდის იქნება შესაძლებელი ამ სართულებზე მოსახლეობის შესვლა. ჯერ დასკვნა იქნება გასაკეთებელი, შემდეგ შესაბამისი პროექტი დასაწერი და შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასაკეთებელი, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას.

რაც შეეხება სხვა სართულებს, პირველადი ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირაში ან რამდენიმე ხანში შევუშვებთ მოსახლეობას",-განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ცნობისთვის, გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, ერთი დაშავებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

გურამიშვილის გამზირის #30 საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები სასტუმროებში არიან განთავსებული.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×