რეზონანსი
27.10.2019

 თეოლოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე ადასტურებს, რომ საპატრიარქოში სერიოზული დაპირისპირებაა, ხოლო დანარჩენი პროცედურული საკითხებია, რომელიც დრო და დრო ზედაპირზე ამოდის. ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქზე უბინძურეს ჭორებს ავრცელებს. 

„ე.წ. ციანიდის საქმე ეკლესიის რეპუტაციას საერთოდ აზიანებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ამ საქმეზე რა ხდება. მეუფეები მარტო დედის გინებაზე არ გადასულან, დანარჩენს ყველაფერს კადრულობენ.  სამწუხაროდ, ყველა ორგანო დუმს, ვისაც ამ ყველაფრის შეჩერება შეუძლია. ერთი ესაა უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ბევრი რამე იცის  და მეორე სინოდი, რომელიც ამ ყველაფერს წერტილს არ უსვამს. პატრიარქი თავისი დიპლომატიური გზებით პროცესის შეჩერებას ცდილობს. გარე ძალები არიან დაინტერესებულები, რომ ეკლესიის  სტატუსი საერთოდ დაინგრეს. ეს კი ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებს. 

თუ თვალს გადაავლებთ და ამ ადამიანების ბიოგრაფიებს ნახავთ, როდის მოვიდნენ ეკლესიებში, მიხვდებით რეალურად რაც  ხდება. მეუფე იაკობი მღვდლად  მეუფე პეტრემ აკურთხა. დანარჩენი ეპისკოპოსები ამ პროცესში არ ერევიან, რომლებიც პატრიარქის გარემოცვის წევრები არიან. მეუფე შიოს ვერაფერს წამოაცდევინებთ. დანარჩენი ხედვათ ვინც არიან, ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს ანდრიაძე.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×