რეზონანსი
27.10.2019

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ვერ დაესწრება. როგორც პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა ამბობს, ილია მეორე გაციებულია და გართულებების თავიდან ასაცილებლად ის რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.

„პატრიარქი სამი დღის წინ გაცივდა. ჩვეულებრივი გრიპული ვირუსია, არაფერი განსაკუთრებული. ტემპერატურა არ აქვს და არც მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, უბრალოდ გართულებების თავიდან ასაცილებლად, სახლის პირობებში ყოფნა არის სასურველი. შესაბამისად, საკვირაო წირვას ის ვერ დაესწრება“, - აცხადებს ცისანა შარტავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×