რეზონანსი
27.10.2019

 სააგენტო როიტერსი“ ირანის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლულია,  აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში განხორციელდა.

„ნიუსვიქის“ ცნობით, კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღეს მნიშვნელოვანი განცხადებას გააკეთებს. შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ალ-ბაღდადიმ თავი მოიკლა. სპეცოპერაცია 26 ოქტომბერს ჩატარდა, მისი ჩატარების ადგილი კი გარკვეული დროის განმავლობაში ამერიკელი სამხედროების დაკვირვების ქვეშ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×