რეზონანსი
27.10.2019

 მომღერალმა მანანა თოდაძემ „სიცრუის დეტექტორში“ კითხვაზე - ფიზიკურად შეხებია თუ არა ჟურნალისტს, მომღერალმა უპასუხა, რომ ჰქონდა ასეთი შემთხვევა:

„არ დავასახელებ ვინ იყო, თუმცა სამჯერ დაწერა ძალიან ცუდი სტატია. მივწერე და ვთხოვე, რომ ძალიან გთხოვ თავი შეიკავე და მიპასუხა, რომ რასაც მინდა იმას დავწერო. ისეთი პირადული იყო, რომ ოჯახს ეხებოდა. ეს იყო დაკვეთა და ჭორი. როცა შევხვდი, ვკითხე, რომ ვისი დაკვეთა იყო მეთქი, ან შენ თვითონ დედა ხარ და როგორ კადრულობ ასეთ რაღაცას-მეთქი. მომიტრიალდა და მითხრა: იცი რას გეტყვით, მე ჟურნალისტი ვარ და რასაც მინდა იმას დავწერო. ამ დროს ვეღარ მოვითმინე და ყავა შევასხი სახეში“, - თქვა მანანა თოდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×