რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) რუსეთში, ქალაქ ნოვოკუზნეცკში სეიფის გახსნისას აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრე მაშველია. ამის შესახებ რუსული სააგენტო იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, იმ დროს მოხდა, როდესაც ორი მოხუცი, 63 წლის დიასახლისი და მისი 66 წლის ბიძაშვილი სეიფის გახსნას ცდილობდა. სეიფის გახსნას აფეთქება მოჰყვა და ხანძარი გაჩნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება სეიფში შენახული ვაზნების გამო მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×