რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას აფასებს.

"მისი ამ საქციელის მთავარი მოტივი კი, შემდეგია: ის ხვდება, რომ მარტო დარჩა, ყველამ დაიკიდა და რასაც დაპირდნენ, რა თქმა უნდა, მოატყუეს. ამასთან, ძალიან კარგად იცის, რომ ერთ დღესაც რაღაც ძალიან ცუდს უზამენ. მან ხომ ბევრი იცის ყველა ამ დანაშაულის და დამნაშავეების შესახებ. ამის ძალიან ეშინია. დააკვირდით რამდენჯერ თქვა, ჩემს წინააღმდეგ თუ რამეს დაიწყებენო... ხო და ერთადერთი რაც დარჩენია არის ის, რომ პატრიარქს შეუქმნას განცდა, რომ მხოლოდ მას შეუძლია დაიცვას მკვლელობის თუ ტახტიდან ჩამოგდების საფრთხისგან და ამით პატრიარქის სრული მხარდაჭერა მოიპოვოს. სხვათაშორის უჭკუო ტაქტიკა არ არის მისი მხრიდან, ვინაიდან ილია მეორეს ძალიან, ძალიან სჯერა მის წინააღმდეგ არსებული შეთქმულების თეორიების. თუმცა იაკობი ვერ აცნობიერებს ერთ უტყუარ ფაქტს, რომ პატრიარქის მხარდაჭერა აღარაფერს ნიშნავს, ვინაიდან დღეს უკვე მის მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ" - წერს მამალაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×