(რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ეპისკოპოს იაკობის ბრალდებები, ეს არის პირდაპირი მტკიცება, რომ გარკვეული დანაშაული მზადდებოდა.
მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე "განტევებიც ვაცი" იყო.
"ადამიანმა დაასახელა პირები. მე მიმაჩნია, რომ აბსურდულად არ უნდა მოიხსენიოს ეს განცხადება პრემიერმა. უნდა მოუწოდოს სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთოს, თუ რას ეხება ეს განცხადება. ეტყობა ისეთი რამ იგეგმებიოდა, გარკვეული პირების მიერ, რამაც შეიძლება გარკვეულ პირებს ხელი შეუშალა და მერე განტევების ვაცად, გადაბრალება მოხდა", - ამბობს ადვოკატი TV „პირველის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტვ „პირველთან" განაცხადა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.