(რეზონანსი) "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებას აფასებს და თვლის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაა საჭირო.
„მე არ მინდა დავიჯერო, რომ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვინც სერიოზულად არ აღიქვამს ამ განცხადებას. პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მოქმედი პრემიერისა და შს მინისტრის თანდასწრებით საუბარი იმაზე, რომ პატრიარქი უნდა იქნას გადაყენებული და მეუფე შიო უნდა აირჩეს პატრიარქად, ამ ყველაფერზე საუბრობენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორც მინიმუმ, საჭიროებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
გამოძიების ფარგლებში კი გაირკვევა შემდეგი რამე - ან მეუფე იაკობი დაამტკიცებს თავის სიმართლეს, ან პასუხს აგებს ის, ვისზეც საუბრობს მეუფე" - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტვ „პირველთან" განაცხადა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.