ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის აგენტი მარია ბუტინა, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 18-თვიანი სასჯელი ნაწილობრივ მოიხადა რუსეთში გამოადეპორტეს. სამშობლოში ჩასვლილას აეროპორტში მას მამა - ვალერი ბუტინი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ათობით ჟურნალისტთან ერთად შეხვდნენ.
ჩასვლისას ბუტინას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერბს და აღნიშნა, რომ რუსული მედიის მიერ დაწერილი მასალები და მათ მიერ გამოხატული მხარდაჭერა, მას შემართებას არ აკარგვინებდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერალური არხის რამდენიმე კორესპონდენტი ბუტინას თაიგულებით დახვდა.
„ძალიან, ძალიან მიხარია სახლში დაბრუნება. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მხარს მიჭერდა, ფულს ხარჯავდა ჩემი დაცვისთვის. დიდი მადლობა (რუსეთის) საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც იბრძოდა ჩემთვის, ყველგან შედიოდნენ, აკეთებდნენ და აკეთებენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ.
„მადლობა ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მეგობრებო, მხოლოდ იმიტომ არ დავნებდი, რომ ვიცოდი, ამის უფლება არ მაქვს, არ შემიძლია. უკვე მაქვს ნათქვამი ერთ ვიდეოში, რომ რუსები არ ნებდებიან", - განაცხადა მარია ბუტინამ.
ფლორიდის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, აშშ-ში ჯაშუშობისთვის გასამართლებული მარია ბუტინა 25 ოქტომბერს გაათავისუფლეს. მან 18-თვიანი სასჯელის უმეტესი ნაწილი უკვე მოიხადა და ფედერალურ კანონმდებლობაში ცვლილებების, ისევე როგორც საპატიმროში კარგი ყოფაქცევის გათვალისწინებით, ის ნოემბრის ნაცვლად, ახლა გათავისუფლდა.
31 წლის ბუტინას ბრალი 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით კონსერვატორ აქტივისტებთან კავშირის განზრახ დამყარებაში, ცეცხლსასროლი იარაღის ასოციაციაში შეღწევასა და შეთქმულების მოწყობაში ედება. ის 2018 წლის ივლისში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა და რუსეთის აგენტობაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც ვირჯინიის შტატში გადაიყვანეს.
კერძოდ, მარია ბუტინას ბრალად ედებოდა, რომ იგი აშშ-ში უცხოეთის დაურეგისტრირებელი აგენტის სტატუსით მოქმედება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში უცხოეთის დარეგისტრირებული აგენტის სტატუსით მოქმედება კანონითაა დაშვებული, მაგრამ ბუტინამ კანონი უგულებელჰყო, რის შემდეგაც ის დააკავეს.
2018 წლის დეკემბერში მარია ბუტინამ დეკემბერში აღიარა დანაშაული - შეთქმულებაში მონაწილეობა რუსეთის დაურეგისტრირებელ აგენტად მოქმედების მიზნით. ასევე დაამატა, რომ ის და რუსეთის ყოფილი დეპუტატი მუშაობდნენ კონტაქტების მოსაპოვებლად იარაღის ეროვნულ ასოციაციაში, რათა გაეძლიერებინათ ურთიერთობა ამერიკელ კონსერვატორებთან იმ დროს, როდესაც ტრამპმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.