რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

„მეუფე იაკობი საუბედუროდ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაერთო მორიგი ბოდვით, მაგრამ მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სრული პასუხისმგებლობა ამ უბედურებაზე მისი სახით, როგორც წარმოჩინდა დღეს დედა ეკლესია, ეკისრება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, რამეთუ ის არის მისი ქორეპისკოპოსი.

ვინაიდან ბოდბის წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევაზე კათალიკოს პატრიარქმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და აღიარა, რომ მართალია მეუფე ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ჩემს დავალებას ასრულებს, დღეს ფაქტიურად პატრიარქის დავალება შეასრულა მან და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პატრიარქს და საპატრიარქოს. მეუფე იაკობის დღევანდელი სახე არის სამარცხვინო სახე დედა ეკლესიის და საქართველოს პატრიარქისა. დანარჩენს ალბათ წმინდა სინოდი შეაფასებს", - განაცხადა მეუფე პეტრემ „პრაიმტაიმთან".

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტვ „პირველთან" განაცხადა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×