რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) თეოლოგი ლადო ნარსია პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებას და საპატრიარქოს მიმართავს.

"1. დღემდე ციანიდის საქმეზე საპატრიარქოს პოზიცია - "ვენდობით ხელისუფლებას, ვენდობით გამოძიებას". მეუფე იაკობი - "ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, ვანო ჩხარტიშვილი (გომელაურიც ესწრებოდაო) მოითხოვდნენ პატრიარქოს გადაყენებას. ხელისუფლება მონაწილეობდა პატრირქის მოკვდინების სცენარში". ციანიდის საქმეზე მეუფე პეტრე პირველივე დღიდან აცხადებს - "არ ვენდობით ხელისუფლებას, ხელისუფლების ინტერესი იკვეთება ციანიდის საქმეში"!

შეკითხვა - საპატრიარქო რატომ უცხადება გამოძებას ნდობას თუკი საპატრიარქოს წარმომადგენელმა იაკობმა და მით უფრო პატრიარქმა იცოდა, რომ ხელისუფლება საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებდა?

2. იაკობი - "მეუფე პეტრე იმ შეხვედრებს არ ესწრებოდა სადაც იგეგმებოდა პატრიარქის წინააღდეგ სახელისუფლო საუბრები... მაგას ცალკე შეხვდა გახარია და ვახო გომელაური. ვინ უთხრა ეპისკოპოს იაკობს თუ რაზე ისაუბრეს გახარია და გომელაურმა მეუფე პეტრესთან? სხვა რა დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს? წარმოადგინოს!

3. პატრიარქის მკვლელობაში დადანაშაულებულია ეკლესიის მმართველი იერარქია, მათ შორის პატრიარქის ძმიშვილი დიმიტრი შიოლაშვილი ("ზღვაზე რო ისვენებს"); ყოფილი და მოქმედი პრემიერმინისტრები, უმაღლესი სახელისუფლო პირები და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი. რა რეაგირება ექნება ეპისკოპოს იაკობის განცხადებაზე საქართველოს პროკურატურას? თავმოყვარეობა არავის შეგრჩათ ხელისუფლებაში?

4. საქართველოს საპატრიარქოვ - თუ მთლად სანაგვედ არ იქეცით, მოითხოვეთ იაკობ იაკობაშვილის შერაცხადობის საკითხის დაყენება და მიიღეთ საეპისკოპო ხარისხიდან მისი ჩამოცილების გადაწყვეტილება!" - წერს ნარსია სოციალურ ქსელში.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტვ „პირველთან" განაცხადა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×