რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) ყველა სახის რეაქცია ჩვენი მხრიდან იქნება პირველ რიგში ჩვენს საერთაშორისო პარტნორებთან შეთანხმებული და მათთან სრულ სინქრონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს ყოველდღიური შრომით, იმით, რომ ქვეყანა იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული, კიდევ უფრო ძლიერი და მიმზიდველი.

„ჩვენ, ჩვენი ტერიტორიები, რაც დავკარგეთ ომით, უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პრაგმატული პოლიტიკის ძირითადი საფუძველი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ყველა იმ გამოწვევაზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საუბედუროდ ყოველდღე ხვდებიან, გატაცებებზე, ყველა ამ ნაბიჯზე, ჩვენი პასუხი იქნება პრაგმატული, ცივი გონებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით და რაც მთავარია, მშვიდობიანი. ეს არის ჩვენი პოლიტიკის საფუძველი და აბსოლუტურად მკაფიოდ გააზრებული გადაწყვეტილება, ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომელსაც გავაგრძელებთ", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×