რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეუფე იაკობის სკანალურ განცხადებებს "სისულელეს" უწოდებს და მასთან შეხვედრას არ ადასტურებს.

"პირველად გავიგე რასაც მეუბნებით და ცოტა შოკირებული ვარ, ცოტა რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ეს ის მეუფეა გახარია პრემიერი თუ გახდა ჩამოვაგდებო, ამაზე სერიოზული კომენატარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის, დღევანდელი დღის და მომავლის სიმბოლო და ეკლესია არაერთხელ ავღნიშნე არის, ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრივობას კრავს და ამის შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ და ამ სისულელეებზე კომენტარს ნუ მთხოვთ.

რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს თავად მეუფეს მიმართეთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი სისულეები საზღვარს გადასცდა და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას არ ვადასტურებ" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტვ „პირველთან" განაცხადა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×