(რეზონანსი) ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საუბრობს ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და პრემიერთან გიორგი გახარიასთან ერთად გაიმართა.
„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს. კვირიკაშვილი და ვახო [გომელაური] ყველაზე წესიერები იყვნენ. [შეხვედრაზე] კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო და ცოტა დააგვიანა გახარიამ. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქათო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ?! ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალ პატრიარქზე მის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო.
მითხრეს, რომ... პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ", - განაცხადა ეპისკოპოსმა TV პირველთან.
ეპისკოპოს იაკობის თქმითვე, პრემიერის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამ შეხვედრის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.
On.ge