რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) ბერა ივანიშვილის მიერ, ამაზანის ტყის გადარჩენის სამუშაოებში გადარიცხული თანხის გამო, არსებულ კირიტიკას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება:

„ბერასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა: 1. ასახავს არა მის მიმართ, არამედ მამამისის, ანუ ხელისუფლის მიმართ დამოკიდებულებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. 2. ასახავს საზოგადოებაში არსებულ მაღალ სოციალურ რისკებს, რაც აგრესიაშია გადასული.

3. განსაკუთრებით ტრაგი-კომიკულია ე.წ. ოფინიონ-მეიქერების შეფასებები ამ განწყობასთან დაკავშირებით, რაც არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ მათ ჰგონიათ - თავისი ფსევდო-მორალიზმით მიწიერ ან ზეციურ ღმერთებთან ქულებს იწერენ

ბერას, როგორც კერძო პირს, სრული უფლება აქვს ისე მოიქცეს, როგორც მიაჩნია საჭიროდ. ასევე აქვს ყველას უფლება, ჰქონდეს ამაზე საკუთარი აზრი", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×