რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) რუსეთში ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი ანატოლი ბიბილოვი შეხვდნენ.

შეხვედრის დროს ბიბილოვმა თქვა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს.

დე-ფაქტო ცხინვალის სააგენტო „რესი" წერს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოსეთის გაყოფას, რა დროსაც ბიბილოვმა თქვა, რომ სამხრეთ ოსეთი არასდროს გასულა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან და ის დარწმუნებულია იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×