რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) ბელარუსში, ბრესტის საოლქო სასამართლომ 8 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული ჩვილის 26 წლის დედა იყო, რომელსაც სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შემთხვევა ქალაქ ლუნინეცში 2018 წლის ოქტომბერში მოხდა. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქალმა და მისმა მეგობარმა ჩვილს 46 დაზიანება მიაყენეს. გარდაცვლილი ჩვილის ცხედარი სახლში დაბრუნებულმა მამამ აღმოაჩინა.

განაჩენის გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადებში სააპელაციო სასამართლოში შეიძლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×