ტატა შოშიაშვილი
26.10.2019

 ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზია „გროზნო ტვ"-მ რამდეინმე დღის წინ გაავრცელა თითქმის 13-წუთიანი რეპორტაჟი, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის ნათესავ და გროზნოს ყოფილ მერს, ისლამ კადიროვს შეეხება და, ფაქტობრივად, მისი მუშაობის ძალადობრივი მეთოდების მაკომპრომეტირებელი გამოდგა.

სააგენტო „კომერსანტის" ერთ-ერთი წყარო, რომელმაც ანონიმურობის შენარჩუნება მოითხოვა, აცხადებს, რომ რეპორტაჟის ტელესივრცეში გაშვება თავად რამზან კადიროვის მიერ იყო სანქცირებული და მიზნად მისი პოლიტიკის „რეკლამირებას" ისახავდა:

„ეს იმისთვის გაკეთდა, რომ „საზოგადოება დაერწმუნებინათ - რამზან კადიროვის გარშემო არ არიან და ვერ იქნებიან მოღალატეები, ხოლო მათ შორის, ვინც ახლო გარემოცვაში შედის, საზოგადოების მოთხოვნილებების მიმართ გულგრილობისა და არაპროფესიონალიზმისთვის სჯიან", - ამბობს „კომერსანტის" წყარო.

17 ოქტომბერს გავრცელებულ სიუჟეტიში ჩანს, როგორ ცდილობს ისლამ კადიროვი ქრთამის აღებას. საგულისხმოა, რომ გროზნოს ყოფილი მერი ფიზიკურ ძალასთან ერთად, იყენებს ელექტოშოკს მოხუცებისა და ქალების წინააღმდეგ, აწყობს „საღამოს ვიზიტებს" იმ ადამიანების სახლებში, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან და „საჭიროების შემთხვევაში" ფიზიკურადაც უსწორდება. სავარაუდო თალღლითების „გამოტეხვის" პროცესში ისლამ კადიროვი მათ დახოცვითაც ემუქრებოდა. კადრში ნაჩვენებს ქალებს შორის კადიროვი ერთს თავის მაგიდაზე არსებული საკანცელარიო ნივთებს ესროდა, ხოლო მეორეს კი მოკვლით ემუქრებოდა.

ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის პრესმდივანი ალვი კარიმოვი ისლამ კადიროვის ქმედებებს უკავშირებს ტრავმას, რომელიც მან საავტომობილო ავარიის დროს მიიღო.

„მან ძალიან ბევრი გააკეთა ამ თანამდებობაზე. თუმცა, როცა ცნობილი გახდა, რომ კარგი მიზნების მისაღწევად ისლამი მიუღებელ მეთოდებს იყენებდა, ის დაითხოვეს", - ამბობს კარიმოვი.

სიუჟეტის დასაწყისში „გროზნო ტვ"-ის ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს "ფარული კამერით გადაღებული კადრები ან დადგმა არ არის" და კადრების უმეტესობა ისლამ კადიროვის კაბინეტში, მისი პირადი ოპერატორების მიერ არის გადაღებული.

ჩეჩნეთის პროპაგანდისტული ტელევიზია ისლამ კადიროვის მიერ ძალადობის კადრების ჩვენებისას დასძენს, რომ კადიროვს არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია, მათ შორის, გამოასწორა ქალაქის ინფრასტურქტურა და თაღლითურ სქემებში მონაწილე ხალხი დააშინა ან დასაჯა, რითაც კრიმინალი აღკვეთა. კადიროვის მომხრეების ინფორმაციით, ყოფილი ჩინოვნიკი თაღლითებისგან "გულწრფელი აღიარების" მიღებას ასე ცდილობდა.

ისლამ კადიროვი, რომელიც გროზნოს მერი 2012 წელს, 25 წლის ასაკში გახდა, პოსტს 2015 წლამდე იკავებდა. 17 ოქტომბერს გავრცელებული კადრების საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ მუშაობის მსგავსი „მეთოდების" გამოყენებისთვის დაატოვებინეს ქალაქის მერის პოსტი. რამდენიმე სხვა თანამდებობის დაკავების შემდეგ, 2017 წლიდან ისლამნ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჩინოვინიკის პოსტი აღარ დაუკავებია.

აღსანიშნავია, რომ 12:58 წუთიანი სიჟეტი მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ვიდეომასალის, რომლის ქრონომეტრაჟი 8 საათიანია და ამჟამად ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში. იმ შემთვევაში, თუ ვიდეომასალის ავთენტურობა დადასტურდება, ისლამი რამზან კადიროვის გარემოცვაში არსებული პირველი „დაახლოებული" პირი იქნება, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ნოვაია გაზეტა" წერს, რომ ისლამ კადიროვის მაკომპრომეტირებელი სიჟეტის გავრცელება და სისხლის სამართლის საქმის აღძრა, შესაძლოა, რომ სიდიდთ ჩეჩნეთში მეორე ქალაქის, არგუნის ყოფილი მერის, იბრაჰიმ თემირბაევის საქმეს უკავშირდებოდეს.

თემირბაევი აგვისტოში დააკავეს და, გამოცემის თქმით, წამების შემდეგ ათქმევინეს, რომ სატელეფონო საუბრებში ის და მისი რამდენიმე თანამოაზრე რამზან კადიროვის ოჯახს და თავად კადიროვს აუგად მოიხსენიებდა.

რადიო თავისუფლების რუსული ბიურო კი დასძენს, რომ სიუჟეტი ეთერში რამზან კადიროვთან შეთანხმებით გავიდა, მანამდე კი მასზე ვიწრო წრეში მსჯელობდნენ. გამოცემის თანახმად, რამზან კადიროვის მიერ ისლამ კადიროვის "გაწირვამ" ისეთ მმართველად უნდა წარმოადგინოს, რომელიც უსამართლობას არ მოითმენს და პასუხს თავის ახლობლებსაც მოსთხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×