რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან მუქარები ხშირია და თუ ცეცხლს გახსნიან, მისივე მტკიცებით, საქართველო მზადაა საპასუხო ქმედებისთვის.

"ეს პირველი არ არის, ხშირად ხდება მუქარა, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ცეცხლს გავხსნით. ჩვენ მაქსიმალურად ვზად ვართ და თუ გახსნიან ჩვენც ვუპასუხებთ რომ დავიცვათ მოსახლეობა და ტერიტორიები".

აჭარაში ნატოს გემების შემოსვლის პარალელურად, ოკუპირებულ ცხინვალში "სასწავლო მიზნებით" საბრძოლო რეჟიმი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ბრძანება ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, იბრაჰიმ ჰასაევმა გასცა. დე ფაქტო უწყების განცხადებით, მათი მიზანია შეამოწმონ რამდენად მზად არის სამხედრო განყოფილება, რომ შეასრულოს თავისი ფუნქციები სხვადასხვა პირობებში. საბრძოლო რეჟიმი სპეციალური ბრძანების გაცემამდე გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×