(რეზონანსი) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრელებს და მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
ის ასევე „დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე მას გინებასა და მუქარაში ადანაშაულებს.
„როგორც საუბრის ბოლო ჩანაწერი გამოაქვეყნა, ისევე შეუძლია გამოაქვეყნოს ჩანაწერის პირველი ნაწილი, საიდანაც საზოგადოება გაიგებს სრულ სიმართლეს და მოისმენს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანის რეალურ მიზეზს. მსგავსი ტიპის პროვოკაცია მერაბ ღოღობერისძისგან არც პირველია და არც უკანასკნელი, მის პიროვნებაზე მეტყველებს მის მიერ განვლილი ცხოვრება. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო, თითეულ ქართველს, ჩემს ამომრჩევლებს და თანამოქალაქეებს, ღრმა პატივისცემა და პასუხისმგებლობა მინდა გამოვხატო თქვენს წინაშე, - წერს ვახტანგაძე.
ცმობისთვის, კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მუხრან ვახტანგაძემ მას აგინა. მერაბ ღოღობერიძემ მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო. სადაც ისმის უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ - დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას. მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას.