რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) „მათი მიზანი დასავლეთში დემოკრატიებისთვის, ნატოსთვის და ევროკავშიერისთვის ძირის გამოთხრაა", -ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ რიჩარდ სტენგელმა „ამერიკის ხმას" განუცხადა.

როგორც სტენგელმა აღნიშნა, რუსეთი მაშინ გრძნობს თავს დაცულად, როცა მის ირგვლივ ქვეყნები დაუცველები არიან.

"მათი მიზანია დემოკრატიისადმი ხალხის რწმენის შესუსტება, იმ რწმენის რომ დემოკრატია მუშაობს, ინდივიდუალურ არჩევანს აქვს მნიშვნელობა, ვფიქრობ სურთ რომ მათი მმართველობის რეჟიმი, რომელიც ავტოკრატიულია და არა დემოკრატიული წარმოადგინონ როგორც უკეთესი არჩევანი, ვიდრე დემოკრატიაა. საბოლოოდ ისინი ცდილობენ უკმაყოფილების იარაღად იქცნენ, სურთ უბედურების და უკმაყოფილების დათესვა საზოგადოებაში. როგორც პოლიტიკური მეცნიერები 500 წელია ამბობენ რუსეთი თავს დაცულად მაშინ გრძნობს როდესაც მის ირგვლივ ქვეყნები დაუცველები არიან. მათ სწორედ ეს უნდათ, რომ მათ სამეზობლოში ქვეყნები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ. ვფიქრობ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, საჭიროა რუსეთის გაფრთხილება, რომ ასე არ მოიქცეს",- განაცხადა სტენგელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×