რეზონანსი
26.10.2019

 (რეზონანსი) არ შეიძლება, ცული მოიქნიო და ქვეყანაში სიყვარული აკრძალო მაშინ, როცა სხვა მიმართულებით ტოლერანტული ვართ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროფესორმა, ლალი მოროშკინამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

„აქ, ქალბატონებს რომ ვუსმენ, ასე მგონია, „რომეო და ჯულიეტა" და საერთოდ, შექსპირი კლასიკიდან უნდა ამოვიღოთ, სკოლებში ავკრძალოთ, მათრახი დავიჭიროთ, ყველას ვურტყათ პირველი კოცნის გამო, სიყვარული გადავჭრათ და საერთოდ, ყველაფერზე უარი ვთქვათ. იმით, რომ პედაგოგებს, პოლიციელებს დავავალოთ, შესაბამის ქმედებებს მიმართონ, თუ კუთხეში ვიღაცამ ვიღაცას აკოცა, სასწრაფოდ, 140-ე მუხლი გამოვიყენოთ და ა.შ. ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. ჩვენ სამხრეთის ქვეყანა ვართ. ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლა აქ გაცილებით რბილად, ლამაზად, დიპლომატიურად შეიძლება", - განაცხადა მოროშკინამ

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს რეაგირება იმ შემთხვევაში, როცა ადრეული ქორწინების ინიციატორები მშობლები არიან და გოგონას არასრულწლოვან ასაკში გათხოვება იძულებით ხდება, ლალი მოროშკინამა განაცხადა, რომ ამისთვის მშობლებთან არის სამუშაო და ბავშვები არ უნდა დაისაჯონ.

„ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს „ქალიშვილობის ინსტიტუტი", ამბობენ - მეზობელი რას იტყვის და ა.შ. აი, აქ, მარტო ბავშვებთან კი არა, მშობლებთან არის სამუშაო. ჩვენ მშობლებთან უნდა ვიმუშაოთ და არა მხოლოდ ბავშვებთან. ბავშვები არ უნდა დავსაჯოთ", - განაცხადა მოროშკინამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×