რეზონანსი
26.10.2019

 ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

“ზუგდიდში არჩევნების შემდეგ სანდრამ არ მიივიწყა იქაურობა და სხვა საქმეებთან ერთად, გახსნა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დასახმარებელი ცენტრი. ამ ცენტრისთვის ფულის შესაგროვებლად ჰოლანდიაში ჩატარდა აუქციონი და სხვა საგნებთან ერთად გაიყიდა სახლში დარჩენილი ბოლო ბოთლი ჩემს ვენახში დაწურული მიშას ღვინო, 700 ევროდ. თავის დროზე ათასობით ბოთლს ვარიგებდით ხოლმე საჩუქრად. ამასწინათ თბილისის ერთ ერთ ღვინის მაღაზიაშიც იყიდებოდა 1000 ლარად. ზუგდიდში პაციენტებისთვის თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზონის ფილტვებს წესით უფრო მდიდარი ქვეყნებიც მიხედავენ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×