რეზონანსი
26.10.2019

 დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას ინტერვიუებში არაერთხელ უსაუბრია თავის ბავშვობაზე, თუმცა ის ფაქტი, რომ ბესელია სპორტშიც აქტიურად იყო ჩაბმული, ბევრმა არ იცის. 

„ჩემს წარსულში ყველაზე ლამაზი და საინტერესო სკოლის პერიოდი იყო. ერთი პროფილის მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ და ერთდროულად ბევრ სხვადასხვა რამეს ვაკეთებდი, ყველაფერში აქტიური ვიყავი. ამაში ჩემი ქალიშვილი - ლიზაც ძალიან მგავს... 

ძალიან აქტიური ვიყავი - საჯარო ღონისძიებები მიმყავდა, ვგეგმავდი, ვლიდერობდი; მეზობლის ბიჭებთან ერთად, ფეხბურთს ვთამაშობდი ჩემს ეზოში. მერე, კალათბურთის თამაში გავაგრძელე და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე წელი ვითამაშე. კარგად ვისროდი ბურთს, მიზანში ვაჯენდი. კარგი ტექნიკა მქონდა. მუსიკალურ სასწავლებელშიც დავდიოდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი. სკოლაში თეატრალური დასი ჩამოვაყალიბე, სცენარებს ვწერდი და მერე სპექტაკლებს ვდგამდით“, - ამბობს დეპუტატი „პრაიმტაიმთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×