რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი)ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი ექიმებს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აბუსერიძის ქუჩაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×