რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი)საოკუპაციო ზოლთან ვითარება დაიძაბა.

ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ოკუპანტებს ჯავშან-ტექნიკა ჰყავთ განლაგებული. სწორედ იმ საგუშაგოებთან, რომელიც მათ გახსნეს ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმმა ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავების პარალელურად ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო რეჟიმზე გადაიყვანა და განაცხადა, რომ მიზანი სწავლებაა. ინფორმაციას ამის შესახებ „კურიერი" ავრცელებს.

უშედეგოდ დამთავრდა დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

ევროპელი დამკვირვებლების დაკავება ინციდენტების პრევენციის ჯგუფის მხოლოდ ქართველმა წევრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ შეაფასა. ანთაძისგან მედიამ მხოლოდ ის გაიგო, რომ დამკვირვებლების დაკავების საკითხი განიხილეს, თუმცა პირობა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ანალოგიურ ქმედებას არ განახორციელებს - ქართულმა მხარემ ვერ მიიღო.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ წაუყენეს ულტიმატუმი - საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს აღებას ითხოვს. ოფიციალური თბილისი კვლავ უარზეა. სანამ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ცხინვალში საბრძოლო-სასწავლო განგაში გამოაცხადეს და სამხედრო დაჯგუფებები ძარწემის პოლიგონზე გადაისროლეს.

ის, რისიც ჩორჩანელებს ეშინიათ, დღეს კიდევ ერთხელ ღიად გამოჩნდა ატოცში. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამჯერად ცხენებით პატრულირებდნენ - ფაქტი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გადაიღეს.

ევროპელი მონიტორები ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე 24 ოქტომბერს დააკავეს. ისინი ოკუპანტებს 4 საათის განმავლობაში ჰყავდათ შეჩერებული

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×