(რეზონანსი)მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებს.
„ნაცმოძრაობის მთავრობის მინისტრის პირველ მოადგილეს, მინისტრ ნათია თურნავას, „ნაცმოძრაობისგან შეგულიანებული ჭიჭინაძისგან":
თურნავას ტყუილი #1:
ნათია თურნავა ისევ განაგრძობს მტკიცებას, რომ „ჭიჭინაძე თბილისის აეროპორტის პრივატიზებას მაბრალებს, როცა მე საერთოდ არ ვმუშაობდი სამინისტროშიო."
პასუხი : ქალბატონი ნათია თურნავა, 2000-2005 წლის მაისამდე იკავებდა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს. 2004 წლის ოქტომბერში ოფიციალურად უპასუხა საქართველოს ავიატორთა კოლექტიურ განცხადებას, სს"თბილისის საერთაშორისო აეროპორტის" აქციათა პაკეტის საქართველოს ავიატორებისთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა ავიატორები მოატყუა - „გადააგდო".
2005 წლის მაისში თურნავა მართლაც ტოვებს პოსტს, ოღონდ სექტემბერში უკან ბრუნდება, ისევ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. იმავე წლის ოქტომბერში კი, ხდება აეროპორტის "TAV Urban Georgia"- სთვის გადაცემა, რა თქმა უნდა, თურნავას უშუალო ნებრთვით.
(არსებობს დოკუმენტური მასალა, თურნავას ბიოგრაფია კი ყველასთვის ხელმისაწვდომია)
თურნავას ტყუილი #2:
"თბილსრესის" რამდენიმე ასეულ მილიონად შეფასებული ქონების ჯერ გაკოტრების და შემდეგ 7 მილიონ დოლარად გასხვისებასა საქმე, რომელიც ასევე უშუალოდ მინისტრ თურნავას უკაშირდება.
თურნავა აცხადებს: „ინდუსტრიული ჯგუფის" მეპატრონესა და იმდროინდელ ხელისუფლებას შორის გარიგების შესახებ არაფერი ვიცოდი, რადგან როგორც მენეჯერს, არ შეიძლება მქონოდა ეს ინფორმაცია.
არსებობს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება, რომელიც 2013 წელს ფინანსური პოლიციის ფარცხალაძის ხელმძღვანელობის დროს ჩაიწერა, საქმე კი პროკურატურაში თაროზეა შემოდებული.
ბაინდურაშვილი კი აცხადებს: „მე არაფერს მეკითხებოდნენ, „საქართველს ინდუსტრიულ ჯგუფმა " და სამინისტროებმა თვითონ დაალაგეს ყველაფერი.
საქმეს კი უშუალოდ კურირებდნენ: ფინანსთა სამინისტროში - მაშინდელი მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - ნინო ენუქიძე. (ეს უკანასკნელი დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა) და ინდუსტრიული ჯგუფი, რომლის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო ნათია თურნავა ( 2006-2013 წ.წ.)", - წერს ჭიჭინაძე.