(რეზონანსი) დეკანოზი ილია ჭიღლაძე არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხელაშვილის მეირ ანიტა რაჭველიშვილის წყევლას ეხმაურება:
„მხარდაჭერას ვუცხადებ და ვლოცავ ანიტა რაჭველიშვილს, ღმერთმა ადღეგრძელოს! წარმოუდგენელია სასულიერო პირისაგან წყევლა-კრულვა ავი დედაკაცივით, ასე და ამგვარად ხდება ყოველდღიურად ეკლესიის ავტორიტეტის დაცემა და ერის მიერ სასულიეროთა სამართლიანი განკითხვის საბაბის მიცემა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სასულიერო პირი უცოდველი ანგელოზი არაა, ყველას აქვს თავისი ცოდვები და შეცდომები, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რაც დაუშვებელია და არაფერში ჯდება.
რაც შეეხება ბერა ივნიშვილის მიერ მილიონზე მეტი დოლარის ამაზონის ტყეებისათვის შეწირვას, შეწიროს, თუ ამდენივეს და მეტს საქართველოში (და სხვა მოშიმშილე რეგიონებში) მოშიმშილე ადამიანების გადარჩენას სწირავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ სნობიზმია და არაგონივრული ქველმოქმედება", - წერს დეკანოზი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილმა საჯარო კომენტარში "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ანიტა „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა". ეს იყო პასუხი ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა იბანიშილი კრიტიკაზე, რომელმაც ამაზონის ტყის ფონდში დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვის მზაობა გამოთქვა.
„ვაი, შე საცოდაო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი", - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა.