რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანიტა რაჭველიშვილის სტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მეცო-სოპრანოს საქციელს უწონებს.

„უმაგრესი გოგოა ანიტა! ამ პოსტზე მიუქსია ივანიშვილმა თავისი შნირები. ანიტა მე ვამაყობ შენით!",- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაიშვილმა საჯარო კომენტარში "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ანიტა „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა". ეს იყო პასუხი ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის კრიტიკაზე, რომელმაც ამაზონის ტყის ფონდში დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვის მზაობა გამოთქვა.

„ვაი, შე საცოდაო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი", - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×