თამთა ჩაჩანიძე
25.10.2019

 მოსკოვის ცენტრში სასტუმრო „რიც-კარლტონთან"დაღესტნელები პროტესტის ნიშნად ირლანდიელი შერეული სტილის (ММА) მებრძოლ კონორ მაკგრეგორს მიუცვივდნენ, პროტესტის მიზეზი ტვიტერზე გამოქვეყნებული ვიდეო გახდა, სადაც მაკგრეგორი ასევე შერეული სტილის დაღესტნელ მებრძოლ ჰაბიბ ნურმაგომედოვს და საერთოდ დაღესტნელებს უხეშად აკრიტიკებდა, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

სასტუმროს წინ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, იქვე რუსი სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

„დღეს ჩვენ ვნახეთ მაკრეგორის მიმართვა, სადაც თქვა, რომ დაღესტნელები მისგან გარბიან, ჩვენ მოვედით იმ სასტუმროსთან, სადაც იგი იმყოფება. ამბობენ, რომ ის აქ არ არის, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავსხდეთ და დაველოდოთ, სანამ სასტუროდან არ გამოვა," -განაცხადა ნურმაგომედოვის ერთ-ერთმა გულშმატკივარმა.

შეკრებილები მაკრეგორს სასტუმროს შესასვლელში, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ, ირლანდიელი მებრძოლი სასტუმროდენ გამოსვლისთანავე მანქანაში ჩაჯდა, რომელსაც უკან 200 დაღესტნელი დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე გაედევნა.

პრესკონფერენციაზე მაკგრეგორმა განაცხადა, რომ ნურმაგომედოვს მოსკოვში მასთან ბრძოლის ეშინია.

"ის მხოლოდ იმათთან იბრძვის, ვისი დამარცხებაც შეუძლია, ყველამ ვიცით ვინ არიან დაღესტნელები. ისინი შიშით გარბიან. იგივეა ჰაბიბიც, ეს მის ბუნებაშია, ის აქ მოსკოვში თავის პრეს-კონფერენციიდან გაიქცა," - განაცხადა მაკრეგორმა.

მაკრეგორმა პრეს-კონფერენციაზე ასევე თქვა, რომ ოქტაგონზე დაბრუნდა და 2020 წლის 18 იანვარს ლას-ვეგასის T-Mobile Arena-ზე შეხვედრას გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×