რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მალევე მოვიდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ბაზრის კართან იდგა, უცებ ცუდად გახდა. წყალი მივაშველეთ, ჩაიკეცა. შემდეგ სასწრაფო გამოვიძახეთ, თუმცა ვერ მოხერხდა გადარჩენა. გაირკვა, რომ გული აწუხებდა",- აცხადებენ თვითმხილველები.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×