რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი) აფხაზი ბლოგერი ბესლან ხვარწკია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კვიტოულში გამართული ქორწილის ფოტოებზე, კომენტარის გაკეთებაზე სასტიკად სცემეს, სოხუმის საავადმყოფოდან გაიქცა.

„მე გამოვიქეცი საავადმყოფოდან. მე მაქვს დაუხურავი ანგარიშები ბანკში, რომელიც უნდა დავხურო, არ მაქვს დრო საავადმყოფოში ყოფნის... ვალები დროზე უნდა გადავიხადო" - ამბობს ბლოგერი „პრაიმტაიმთან".

მისივე თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ სურს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.

შეგახსენებთ, ქორწილი, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კვიტოულში 19 ოქტომბერს გაიმართა. სუფრაზე მისულ სტუმრებს მთლიანი, დაუნაწევრებელი თხები და ჯიხვები დახვდათ.

ეს ფაქტი აფხაზმა წლის 32 ახალგაზრდა ბლოგერმა გააქილიკა და ვაცის ქორწილი (козлосвадьба) უწოდა. სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოს ქვეშ დატოვებული კომენტარის გამო ის უცნობმა პირებმა სახლიდან გამოიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×