რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი) "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ქვეშეთელი ბავშვების ბექა ბუჩუკურისა და მარიამ ნარიმანიძის შესახებ ვრცელ პოსტს წერს.

"გარშემო იმდენი სიყალბე, თვალთმაქცობა, მავნებლობა და ბოროტებაა, რომ ორი უნიკალური ბავშვის - ბექას და მარის გამოჩენამ საზოგადოება უცბად გაათბო, რაღაცა უფრო მნიშვნელოვანზე დააფიქრა, ვიდრე ერთმანეთის ძვლების კვნეტაა. ბექას და მარის სამყარო შორსაა რუხი ემოციებისგან. ამ სამყაროში მხოლოდ თეთრი ფერია, ამიტომაც ანათებენ და ირგვლივ ყველაფერს ათბობენ.

და, ყველამ იცის, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში სინამდვილეში ბევრი ბექა და მარია, ბევრი სუფთა გულია, მაგრამ ამ სუფთა გულებს რას უმზადებს რეალობა? რა მაგალითებს, როგორ წიგნს, როგორ სკოლას, რა ეკონომიკას, რა პერსპექტივას? როგორ მომავალს? ამაზე უნდა იხარჯებოდეს დრო, ძალაც და ენერგიაც.

თორემ საქართველოში თაობები ისე ცვლიან ერთმანეთს, ყველა სადღაც იკარგება. ბევრ ბექას და მარის წლების მერე თვალში მზის სხივი არ უნდა ჩაუქრეს, პირიქით. მათი ნიჭი უნდა გაიფურჩქნოს, მათი მიზნები უნდა განხორციელდეს. ეს ფუნდამენტი უნდა შექმნას სახელმწიფომ. ამიტომ ბექას და მარის აღმოჩენამ სხვა პასუხისმგებლობით უნდა გაგვაერთიანოს - ამ თაობას გამართული ქვეყანა უნდა დავახვედროთ! ნუთუ ასე ბევრია, რასაც ახლა ვნატრობ?", - წერს ირმა ინაშვილი.

ქვეშეთელი ბავშვების ფოტო, რომლის ავტორიც ფოტოგრაფი გიორგი ნადირაშვილია, ინტერნეტჰიტი გახდა.

ბავშვების ცნობადობაც სწორედ აქედან დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×