(რეზონანსი) ახალციხე-ასპინძის გზაზე, ტრაილერის გადაბრუნების შედეგად 30 წლამდე კაცი დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
თვითმხილველების განმარტებით, ტრაილერი ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა. შემთხვევა, დღეს 25 ოქტომბერს, 5:00 საათზე მოხდა. მოსახვევში სატვირთო მანქანა, მძღოლის მხარეს გადატრიალდა, ი.ზ-მ გადმოსვლა ვერ მოასწრო.
გარდაცვლილი ახალციხის პროზექტურაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ქმედებას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.