რეზონანსი
25.10.2019

 ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაიანეარი“ თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.

ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, "ბოინგ B737" ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

1tv.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×